პიტერ პომერანცევის წიგნის პრეზენტაცია ოზურგეთში

Monday  10 April  2017  1:00 PM    Monday  10 April  2017 2:00 PM
Save (32) Saved (33)
Last update 11/04/2017
  4

ოზურგეთში, 10 აპრილს, 13 საათზე, რადარამი 18-ე თარგმანის, პიტერ პომერანცევის წიგნის “არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში“ პრეზენტაციას, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გამართავს. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება რადარამის ძველი თარგმანები.
წიგნის შესახებ ისაუბრებენ:

თაკო თოლორდავა - ილიაუნის მკვლევარი
მაია მესტუმრე - რადარამის წარმომადგენელი.

სტუმრებს წიგნები გადაეცემათ საჩქურად.
დასწრება თავისუფალია!

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „რადარამის“ მიერ აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)CCESS-ის პროექტის ფარგლებში.პროექტის ფარგლებში.

წიგნის და ავტორის შესახებ:

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანის გონებაში შეღწევას? როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ შეკითხვებს პასუხობს პიტერ პომერანცევის წიგნი რომელიც 2014 წელს გამოიცა.

პიტერ პომერანცევი ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. იგი 1977 წელს კიევში დაიბადა; მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე გერმანიაში გადასახლდნენ, ხოლო მოგვიანებით ლონდონსა და მიუნხენში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პიტერი 2001 წელს რუსეთში გაემგზავრა და ცხრა წლის განმავლობაში სატელევიოზი არხ „ტნტ“-ში იმუშავა. 2010 წელს პომენრაცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილჟურნალებსა და ფლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times, NewYorker.com, Wall Street Journal, Foreign Policy, Daily Beast, Newsweek, Atlanic Montly. პომერანცევი თანამედროვე რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ინფორმირებული და გამოცდილი მიმომხილველია.

Nearby hotels and apartments
Ozurgeti Center For Civic Engagement
Ozurgeti, 3500, Georgia
Ozurgeti Center For Civic Engagement
Ozurgeti, 3500, Georgia